词条 | Draft:Shota Kalandadze |
释义 |
ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი შოთა კალანდაძე დაიბადა თბილისში, დაამთავრა თბილისის N: 57 სკოლა. დაამთავრა საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტი, თუმცა მისი ინტერესის სფერო ყოველთვის იყო მხატვრობა და ხელოვნება ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გახდა დიდი მხატვრების თიკო ნიჟარაძე და მოქანდაკე ჯემალ შანშიაშვილი მოსწავლე და მათ სტუდიაში ისწავლა 4 წელი. მისი სარეჟისორო კარიერა დაიწყო მაშინ, როცა საქართველოში ცნობილმა მსახიობებმა ლიკა ქავჟარაძემ და მზია მაღლაკელიძემ შესთავაზეს კალანდაძეს ფილმის გადაღება, ვინაიდან მიაჩნდათ რომ მას ქონდა საინტერესო ხედვა ხელოვნებაში. ასე შედგა მისი პირველი ნამუშევრის "მიტოვებული დონ ჟუანი"-ს გადაღებაც 2000 წელს, სადაც მონაწილეობა მიიღო ქართული კინოს ულამაზესმა მსახიობმა ლიკა ქავჟარაძემ. შოთა კალანდაძემ ერთგვარი რევოლუცია მოახდინა ქართულ კინოში იმით, რომ მის ფილმებში შევიდა მრავალი ეროტიული კადრი, რაც მანამდე არ იყო გადაღებული საქართველოში. ეროტიკით გაჯერებულ ფილმებში მონაწილეობა მიღებული აქვთ საქართველოს კინოს ლეგენდებს, რამაც საზოგადოებაში გამოიწვია ხმაური. მის სახელს უკავშირდება "კინოლექსი" ახალი მიმდინაროების გაჩენა ქართულ კინოში, რომელიც შოთა კალანდაძემ პირველად შემოგვთავაზა. კინოლექსის პრინციპით გადაღებული ფილმის სცენარი იქმნება ფილმის გადაღების დროს ხოლო ეს ყველაფერი იხვეწება და გამონაკლისის შემთხვევაში ხდება კადრის დამატება მონტაჟის მსვლელობის დროს. ყალიბდება საბოლოოდ ფილმი: კინოლექსი. შესაძლებელია პორტრეტებების, ადამიანების, პლასტიკის, ეროტიკის, ყველაფრის, რაც ხელოვანს სურს გადაღება განწყობის მიხედვით, ისე როგორც იწერება ლექსი. ეს არის კინოლექსის შექმნის მთავარი პრინციპი. References |
随便看 |
|
开放百科全书收录14589846条英语、德语、日语等多语种百科知识,基本涵盖了大多数领域的百科知识,是一部内容自由、开放的电子版国际百科全书。